LIVE

9 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 31%-ით გაიზარდა

09 ნოე 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 693
9 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 31%-ით გაიზარდა

9 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 31%-ით გაიზარდა, რაც შეეხება პირველ და მეორე კვარტალს, საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებმა დაახლოებით 7 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს. 

ISET-ის მონაცემებით, პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის წარმოება 28%-ით, ხოლო მეორე კვარტალში 35%-ით გაიზარდა. ენერგეტიკოსების აზრით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, არსებობს მოლოდინი, რომ ქვეყანას ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით იმპორტი არ დასჭირდება.

"წლევანდელი წელი ენერგეტიკული ბალანსისთვისაც საკმაოდ კარგი იქნება, საერთო ბალანსში იმპორტის წილი წესით, 10-12%-ს არ გადააჭარბეს",- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" ენერგეტიკოსი გია არაბიძე. 

რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ რეკორდული რაოდენობის ელექტროენერგია გაყიდა. საქსტატის მონაცემებით, 9 თვეში ექსპორტზე 84 მლნ 339 ათასი დოლარის ელექტროენერგიაა გატანილი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 468%-ით აღემატება. მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია. ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალო წლიური შეწონილი ფასი პირველ კვარტალში, დოლარში 16.4%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე კვარტალში რეკორდული 171%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მეორე კვარტლის მონაცემებით, ელექტროენერგიის ფასი 10 თეთრიდან 25 თეთრამდე გაიზარდა.

იანვარ-სექტემბრის ჯამური მონაცემებით, საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტში $34.7 მილიონი დახარჯა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოსა და სექტემბერში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი არ განხორციელებულა.