
აშშ-ის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებლები საქართველოდან მოქმედი ონლაინ კაზინო Slotie-ს საქმიანობას არალეგალურად მიიჩნევენ და ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ტოკენის - Slotie NFT-ის გაყიდვების შეჩერებას ითხოვენ.
მარეგულირებლები აცხადებენ, რომ კაზინო არალეგალურად და თაღლითურად ყიდის Slotie NFT-ს. განცხადების მიხედვით, საუბარია 10,000 Slotie NFT-ის უკანონოდ გამოშვებაზე.
გარდა ამისა, Slotie-მ ეთერიუმის ბლოკჩეინზე უკანონოდ გამოუშვა WATT, ERC-721, რაც არალეგალურ სქემაში მთავარ როლს ასრულებს. იმისათვის, რომ Slotie NFT ინვესტორებისთვის მიმზიდველი ყოფილიყო, Slotie-მა მათ უთხრა, რომ თითოეული Slotie NFT დღეში 10 WATT-ს გამოიმუშავებს. კიდევ უფრო მეტ სარგებელს დაჰპირდა იმ ინვესტორებს, რომლებიც მეტ Slotie NFT-ს ფლობენ.
მათ ასევე განაცხადეს, რომ Slotie არღვევდა სახელმწიფო რეგისტრაციის კანონებს, რაც მნიშვნელოვანია ინვესტორების დასაცავად.
Sloties-ს მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული უახლესი განცხადების მიხედვით, ისინი შექმნილი სიტუაციის დასაძლევად, იურისტებთან ერთად მუშაობენ.
"Sloties ცნობილია გამოწვევების დაძლევით, რაც პროექტის ზრდასთან ერთად, მრავლდება. მთავარია, ჩვენი გამძლეობა და ერთიანობა. Მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის!", - წერს კომპანია.