LIVE

რუსეთის წილის შემცირების მიუხედავად, ევროპაში ნავთობის იმპორტი 2-წლიან მაქსიმუმზეა

15 ოქტ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 659
რუსეთის წილის შემცირების მიუხედავად, ევროპაში ნავთობის იმპორტი 2-წლიან მაქსიმუმზეა

ევროპა წარმატებით ახერხებს ნედლი ნავთობის შესყიდვების დივერსიფიკაციას. მოსკოვზე დაანონსებული სანქციების პარალელურად, გასულ თვეში ევროპაში ნავთობის იმპორტი გაიზარდა მაშინაც კი, როდესაც რუსეთის წილი საგრძნობლად შემცირდა.

Vortexa-ს სექტემბრის მონაცემებით, თურქეთის გამოკლებით, კონტინენტზე ნედლი ნავთობისა და კონდენსატის იმპორტი დღეში 8,46 მილიონ ბარელამდე გაიზარდა, რაც 2020 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი თვიური მოცულობაა.

რუსეთი რჩება ევროპისთვის ნედლი ნავთობის მთავარ მიმწოდებლად, თუმცა, გასულ თვეში რუსეთის წილი იმპორტში 21%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც 2021 წლის საშუალო მაჩვენებელი 34% იყო.

Vortexa-ს მონაცემები გვიჩვენებს, რომ ევროპას სექტემბერში, დღეში დაახლოებით 1,78 მილიონი ბარელი რუსული ნედლი ნავთობი შემოჰქონდა, რაც საკმაოდ აღემატება წინა თვის 1,69 მილიონ ბარელიან მაჩვენებელს. პარალელურად, ევროპაში არარუსული ნედლი ნავთობის იმპორტმა 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია.

შეგახსენებთ, ევროპაში ზღვით გადასატანი რუსული ნედლი ნავთობის გაყიდვები, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ 60%-ით შემცირდა. შესაძლოა ორ თვეში ეს ბაზარი სრულად ჩამოიქცეს და უახლესმა სანქციებმა ნაკადების სხვა მიმართულებით გადასროლა კიდევ უფრო გაართულოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პრეჯულა პრემი