LIVE

პეკინი ტაივანისა და ჩინეთის დაპირისპირების მოგვარების მასკის გეგმას იწონებს

09 ოქტ 202217:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 708
პეკინი ტაივანისა და ჩინეთის დაპირისპირების მოგვარების მასკის გეგმას იწონებს

ჩინეთმა მოიწონა ილონ მასკის გეგმა, რომელიც ტაივანისთვის ჰონგ-კონგის მსგავსი სისტემის შექმნას გულისხმობს. 

რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის საკუთარი გეგმის Twitter-ზე დაწერის შემდეგ, ილონ მასკმა Financial Times-თან ჩინეთსა და ტაივანს შორის დაძაბულობის გადაჭრის მისეულ ხედვაზე ისაუბრა. მილიარდერის თქმით, რეგიონში მშვიდობისთვის ტაივანზე გარკვეული კონტროლი პეკინს უნდა გადაეცეს. 

Financial Times-ის სტატიაში მასკი ამბობს: "ჩემი რეკომენდაცია იქნება ტაივანის სპეციალურ ადმინისტრაციულ ზონად ჩამოყალიბება". მან ასევე დასძინა, რომ ეს "ალბათ ყველას არ გაახარებს".

აშშ-ში ჩინეთის ელჩმა მასკს წინადადებისთვის მადლობა Twitter-ზე გადაუხადა. მისი თქმით, "ტაივანის საკითხის გადასაჭრელად" ძირითადი პრინციპი ასეთია: "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა".

მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინმა ელჩის  განცხადება დაადასტურა და აღნიშნა, რომ გარკვეული დათქმით, ტაივანს შეუძლია მიიღოს მაღალი ხარისხის ავტონომია.

პეკინთან ინტეგრაციის ნებისმიერ ფორმას სულ უფრო მეტი ადამიანი ეწინააღმდეგება ტაივანში. 

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს. ტაივანის სუვერენიტეტის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემაა ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობაში. მიმდინარე წელს ჩინეთმა შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსს და მის ოჯახს ტაივანში ვიზიტის გამო სანქციები დაუწესაპელოსი გახდა აშშ-ის უმაღლესი რანგის პირველი ოფიციალური პირი, რომელიც ტაივანს ბოლო 25 წლის განმავლობაში ეწვია და ამ ფორმით კუნძულის მიმართ სოლიდარობა გამოხატა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია