LIVE

ჩინეთი ნენსი პელოსის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს

05 აგვ 202212:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 630
ჩინეთი ნენსი პელოსის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს

ჩინეთი შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსს და მის ოჯახს ტაივანში ვიზიტის გამო სანქციებს უწესებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ნენსი პელოსიმ უგულებელყო ჩინეთის შეშფოთება, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მის ვიზიტს თვითმმართველ კუნძულზე. პეკინი პელოსის ვიზიტს პროვოკაციულს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ძირს უთხრის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

პელოსი გახდა აშშ-ის უმაღლესი რანგის პირველი ოფიციალური პირი, რომელმაც ტაივანს ბოლო 25 წლის განმავლობაში ეწვია. ჩინეთი ტაივანის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

ჩინეთი ასევე შეწყვეტს თანამშრომლობას აშშ-სთან რიგ სფეროებში, მათ შორის მოლაპარაკებებს კლიმატის ცვლილებასა და თავდაცვაზე. უქმდება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტთან სამუშაო შეხვედრა, ასევე მოლაპარაკევა საზღვაო უსაფრთხოების შესახებ. ჩინეთი წყვეტს თანამშრომლობას დანაშაულისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაშიც. უქმდება შეხვედრები არალეგალური ემიგრანტების რეპატრიაციასთან დაკავშირებით.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ჩინეთმა ტაივანის საკვების 100-ზე მეტი ექსპორტიორის გადაზიდვები აკრძალა. აკრძალული პროდუქტების სიაში მოხვდა ჩაი, ზღვის პროდუქტები და თაფლი.

ნენსი პელოსი ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია