
ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $94-ს გადასცდა, რაც OPEC+-ის მიერ ნოემბრიდან წარმოების შემცირების დაანონსებას უკავშირდება.
ბირჟებზე ზრდას აჩვენებს Light Sweet ტიპის ნავთობის ფასიც, რომელიც ნიუ-იორკის სავაჭრო სისტემაში $88 დოლარს შეადგენს.
მას შემდეგ, რაც OPEC+-ის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ნოემბრიდან დღე-ღამის განმავლობაში ნავთობის მოპოვებას 2 მილიონი ბარელით შეამცირებენ, ნავთობის ფასი იმატებს.
ამ ფონზე, უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs Group-მა 2022 წლის ბრენტის ნავთობის ფასის პროგნოზი $99-დან $104-მდე, ხოლო 2023 წლის პროგნოზი ბარელზე $108-დან $110-მდე გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასის ზრდის ფონზე იკლებს გლობალური აქციების ფასები. S&P 500-ი დამატებით კიდევ 1%-ზე მეტად, ხოლო Nasdaq 100-ის ინდექსი 0.68%-ით შემცირდა.