ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ ინვესტორმა თურქულმა კომპანია ENKA-მ არბიტრაჟს მიმართა.
როგორც მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, კომპანიასთან მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.
„ENKA-მ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, მიმართა არბიტრაჟს, თუმცა კომპანიასთან დიალოგის რეჟიმში ვართ. გვაქვს მოლაპარაკებები, საუბარი სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება შევიდეს არსებულ შეთანხმებაში.
ჩვენთვის "ნამახვანი" სტრატეგიულ პროექტად რჩება, ამ ფორმატით თუ სხვა ფორმატით, აუცილებლად განხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია მოლაპარაკებების შედეგად უახლოეს ხანებში გვექნება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
თურქულმა კომპანია ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან „ნამახვანჰესის“ მშენებლობის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება 2021 წლის სექტემბერში გაწყვიტა, რასაც წინ მოსახლეობის ნაწილის ხანგრძლივი პროტესტი და ინვესტორისთვის მუშაობაში ხელის შეშლა უძღოდა.