LIVE

ENKA საქართველოს მთავრობასთან "ნამახვანჰესის" ხელშეკრულებას წყვეტს

22 სექ 202116:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 940
ENKA საქართველოს მთავრობასთან "ნამახვანჰესის" ხელშეკრულებას წყვეტს

თურქული კომპანია ENKA საქართველოს მთავრობასთან "ნამახვანჰესის" ხელშეკრულებას წყვეტს. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მათ საქართველოს მთავრობას უკვე აცნობეს 2019 წელს დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

რაც შეეხება მიზეზებს, კომპანიის განმარტებით, გადაწყვეტილების წინაპირობა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორია.

"ჩვენმა შვილობილმა კომპანიამ ENKA Renewables-მა აცნობა საქართველოს მთავრობას, რომ წყვეტს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის თაობაზე 2019 წლის 25 აპრილს დადებულ ხელშეკრულებას, ხელშეკრულების დარღვევისა და ფორსმაჟორის გამო",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

800 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო. ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობდა ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში.

ჰესის წინააღმდეგ პროტესტის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ENKA-სთან დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთან, კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით.