LIVE

ილონ მასკი Twitter-ის აქციების ყიდვას ისევ გეგმავს

04 ოქტ 202220:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 619
ილონ მასკი Twitter-ის აქციების ყიდვას ისევ გეგმავს
Maja Hitij/Getty Images

ილონ მასკი Twitter-ის აქციების ყიდვას ისევ გეგმავს და ამისთვის მზადაა, რომ თავდაპირველად შეთავაზებული ფასი - აქციაში $54,20 გადაიხადოს. ამ ნაბიჯით მილიარდერი, სავარაუდოდ, აირიდებს თვის ბოლოს დაგეგმილ სასამართლო პროცესს. 

Bloomberg News საკითხში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ მასკმა ამის შესახებ Twitter-ისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა.

ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა კომპანია მასკის შეთავაზებას.

სიახლის გავრცელების შემდეგ, ვაჭრობის შეწყვეტამდე, Twitter-ის აქციების ფასი 12,7%-ით გაიზარდა და $47,93 შეადგინა, Tesla-ს აქციებმა კი 1,5%-ით მოიმატა. 

მიმდინარე წლის აპრილში ილონ მასკი Twitter-ის $44 მილიარდად ყიდვას დათანხმდა, რაც ნიშნავდა, რომ ინვესტორები Twitter-ის თითოეული აქციისთვის $54,20-ს მიიღებდნენ. თუმცა ივლისის დასაწყისში მან გარიგებას შეწყვეტის შესახებ განაცხადა და ამის მიზეზად სოციალური ქსელის მხრიდან მრავალჯერადი დარღვევები დაასახელა. 

კომპანიამ გარიგების გაწყვეტის გამო, მილიარდერს უჩივლა და შეთანხმების შესრულების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა. დელავერის კანცლერის სასამართლოში განხილვა 17 ოქტომბერს არის ჩანიშნული. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯეფ ფილი და ედ ჰემონდი