LIVE

მასკი Twitter-ის შეძენის $44-მილიარდიან გარიგებას წყვეტს

09 ივლ 202201:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 945
მასკი Twitter-ის შეძენის $44-მილიარდიან გარიგებას წყვეტს

ილონ მასკი Twitter-ის შეძენის $44-მილიარდიან გარიგებას წყვეტს. ამის მიზეზად მილიარდერი სოციალური ქსელის მხრიდან მრავალჯერად დარღვევებს ასახელებს. გადაწყვეტილების შესახებ მისმა ადვოკატებმა Twitter-ის გუნდს უკვე აცნობეს. 

მასკი აცხადებს, რომ გადაწყვიტა, არ გააგრძელოს გარიგება, რადგან Twitter-მა არ მიაწოდა საკმარისი ინფორმაცია სპამისა და ყალბი ანგარიშების ოდენობის შესახებ.

გარიგების შეწყვეტის გამო, მასკს $1 მილიარდის გადახდა ემუქრება. იურისტები დავობენ, ბოტებთან დაკავშირებული საკითხი გაათავისუფლებს თუ არა მასკს ამ ვალდებულებისგან. 

გარიგება ასევე მოიცავს კონკრეტულ დებულებას, რომელიც ნებას რთავს Twitter-ს, მასკს გარიგების დასრულება აიძულოს. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ თუ გარიგება სასამართლომდე მივა, მასკი მიიღებს გარიგების დასრულების ბრძანებას, ნაცვლად მონეტარული კომპენსაციის გადახდისა.

Twitter აცხადებს, რომ სასამართლოში დავას აპირებს.   

გასულ თვეში მასკმა განაცხადა, რომ $44 მილიარდიან გარიგებას ბოლომდე არ მიიყვანდა, თუ სოციალური ქსელი არ დაამტკიცებდა, რომ ბოტები მისი მომხმარებლის 5%-ზე ნაკლებს შეადგენს. მასკის ვარაუდით, ყალბი ანგარიშები Twitter-ის მომხმარებლის სულ მცირე 20%-ია.

აპრილში ილონ მასკი Twitter-ის $44 მილიარდად ყიდვას დათანხმდაTwitter-ის შესყიდვის შესახებ განცხადებაში მილიარდერი აღნიშნავდა, რომ სურდა ბოტებთან ებრძოლა და პლატფორმა სიტყვის თავისუფლების ბასტიონად ექცია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კარტ ვაგნერი