პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, Balenciaga-მ ახალი კოლექცია ტალახის მოედანზე გამართა.
მოდის სახლის კრეატიულმა დირექტმა, ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, რომელიც თითქმის ერთი წელია, შემოქმედებით სფეროში, მხოლოდ სახელით მოიხსენიება, დღეს 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა.
უჩვეულო გარემოში გამართული ჩვენება რეპერმა და მუსიკალურმა პროდიუსერმა კანიე უესტმა გახსნა.
The New York Times-ის ჟურნალისტი ვანესა ფრიდმანი ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ჩვენებაზე ტორფის სუნი იდგა.
"გადავწყვიტე, სიტყვიერად აღარ ავხსნა ჩემი კოლექციები და დიზაინი, ამის ნაცვლად, მსურს, განწყობა გადმოვცე... ეს ჩვენება სიმართლის ძიებისა და მიწიერების ერთგვარი მეტაფორაა. დაე, ყველას მივცეთ საშუალება, იყვნენ ისინი, ვინც არიან. დაე, სიყვარულით დავკავდეთ და არა ომით", - ამბობს დემნა საზაფხულო კოლექციის წარსადგენ განცხადებაში.
მოდის სახლმა ჩვენებაზე მოსაწვევად სტუმრებს გაუგზავნა საფულეები, სადაც ბარათები და სხვა ნივთები იყო მოთავსებული.
Balenciaga’s SS23 Invite is a Wallet filled with random things.. pic.twitter.com/eIc3178mlU
Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი TIME-ის წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა. 2022 წლის მარტში გამოცემამ Balenciaga 100 ყველაზე გავლენიანი კომპანიის სიაში შეიყვანა.