LIVE

დემნა გვასალია შემოქმედებით საქმიანობაში მხოლოდ სახელს გამოიყენებს

08 დეკ 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1424
დემნა გვასალია შემოქმედებით საქმიანობაში მხოლოდ სახელს გამოიყენებს

ცნობილი ქართველი დიზაინერი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ სახელს გამოიყენებს. 

The New York Times-ს მოდის მიმართულების დირექტორი, ვანესა ფრიდმანი Twitter-ზე წერს, რომ ამ ნაბიჯით დიზაინერი შემოქმედებით საქმიანობას პირადი ცხოვრებისგან გამოყოფს. მას სურს, რომ პრესაში უბრალოდ დემნას სახელით მოიხსენიონ. 

ამის შესახებ ცნობილი Balenciaga-ს 2022 წლის შემოდგომის კოლექციის ჩვენებაზე გახდა. 

"დაივიწყეთ 2000-იანები, მეგობრებო. Balenciaga-ს სიახლე არის ის, რომ დემნა (როგორც ახლა მას სურს, რომ მოიხსენიონ) საათს 90-იანი წლების შუა და ბოლო წლებში აბრუნებს", - წერს Vogue დიზაინერისა და ახალი კოლექციის შესახებ.