LIVE

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ცალსახად დილეტანტურია - აკაკი ცომაია

01 ოქტ 202214:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 479
მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ცალსახად დილეტანტურია - აკაკი ცომაია

"მთავრობის პოლიტიკას ეკონომიკასთან კავშირი არ აქვს",- ამის შესახებ "ბიზნეს ფორმულასთან" ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ განაცხადა.

როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, მიგრანტების ზრდის ფონზე, ხელისუფლების მხრიდან სოციალური თუ ინფრასტრუქტურული ხარჯების ზრდა არასწორია და ინფლაციას კიდევ უფრო ახალისებს.

"მთავრობის პოლიტიკა ცალსახად მკვეთრად დილეტანტურია და მას ეკონომიკის მეცნიერებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. უფრო მეტიც, ეს არის მავნებლური, რადგან გაზრდილი ინფლაციის ფონზე, ის კიდევ უფრო მეტად ზრდის ხარჯებს და ქვეყანაში ფასების ზრდას ახალისებს",- აცხადებს აკაკი ცომაია.

ეკონომისტი მიმდინარე წლის აგვისტოში ეკონომიკის 10.5%-იან ზრდას მიგრანტების ეფექტით ხსნის და აცხადებს, რომ ორნიშნა ზრდა გრძელვადიანად ვერ შენარჩუნდება.