LIVE

29 სექტემბერი - სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე

29 სექ 202214:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 589
29 სექტემბერი - სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე

29 სექტემბერი სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა.

სურსათის წარმოების გლობალურ პროცესში ყოველდღიურად ტონობით საკვები პროდუქტი იკარგება, ან იყრება. ეს იმ ფონზე, როცა მსოფლიოში დაახლოებით 828 მილიონი ადამიანი შიმშილობს და ჯანსაღ საკვებ პროდუქტებზე გარანტირებული წვდომა არ აქვს.

შესაბამისად, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ამ დღეს აქტიურად მოუწოდებს მთავრობებს, კომპანიებსა და მომხმარებლებს, პასუხისმგებლიანი ქმედებებისკენ, რაც საკვები დანაკარგისა და ნარჩენების შემცირებას გულისხმობს. 

“სურსათის დანაკარგისა და ნარჩენების შემცირება წარმოადგენს ეკონომიკურად, სოციალურად და ეკოლოგიურად მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს. FAO საქართველოში აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე, მათ შორის, სურსათის დონაციის მიმართულებით, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით“, - განაცხადა FAO-ს პოლიტიკის მრჩეველმა, ჯუმბერ მარუაშვილმა.

სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება აუცილებელია როგორც ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მოხმარების და კლიმატური ცვლილების დაძლევის, ისე სურსათის უსაფრთხოებისა და ჯანსაღ საკვებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. სურსათის წარმოების ჯაჭვში ჩართული კომპანიები და მომხმარებლები ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ.