LIVE

ლაგარდი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აანონსებს

29 სექ 202213:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 599
ლაგარდი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აანონსებს

ვროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებას აანონსებს.

მისი განცხადებით, ინფლაციური მოლოდინების მოსათოკად და ფასების დონის მიზნობრივ მაჩვენებელთა დასაახლოებლად, საპროცენტო განაკვეთები კიდევ გაიზრდება.

ლაგარდის თქმით, ინფლაციის 2%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე დაბრუნება, ECB-ის მთავარი მისიაა. ეს კი იმ ფონზე, როცა გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში რეცესიის შესახებ შეშფოთება მზარდია.

"ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა. ეს გულისხმობს საპროცენტო განაკვეთების გაზრდას მომდევნო შეხვედრებზე. ჩვენი მთავარი მიზანი არ არის რეცესიის შექმნა. ჩვენი უპირველესი მიზანი ფასების სტაბილურობაა. თუ ფინანსური ინსტიტუტები ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დაკისრებულ ვალდებულებას არ შეასრულებენ, ეს გაცილებით მეტ ზიანს მიაყენებს ეკონომიკას",- განაცხადა ECB-ის ხელმძღვანელმა

ინფლაციის მოსათოკად ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.75%-მდე უკვე გაზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია