LIVE

უკრაინის პორტები აგროპროდუქციით დატვირთულმა კიდევ შვიდმა გემმა დატოვა

25 სექ 202217:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 327
უკრაინის პორტები აგროპროდუქციით დატვირთულმა კიდევ შვიდმა გემმა დატოვა

უკრაინის პორტები დღეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატვირთულმა კიდევ შვიდმა გემმა დატოვა. ამის შესახებ Reuters ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით წერს

საერთო ჯამში, აგვისტოს დასაწყისიდან, უკრაინული პორტების განბლოკვის შემდეგ, ქვეყნიდან მარცვლეულით დატვირთული 218 გემი გავიდა, გადაზიდული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მთლიანმა რაოდენობამ კი 4,85 მილიონ ტონას მიაღწია.

"25 სექტემბერს 46,2 ათასი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატვირთული შვიდი გემი ოდესის, ჩერნომორსკის და პივდენიის პორტებიდან აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნებისკენ გაემართა", - აცხადებენ სამინისტროში.

უკრაინა, რომელიც სოფლის მეურნეობის მსხვილი მწარმოებელია, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ვერ ახერხებდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გატანას მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ შეთანხმებამდე, რამაც მსოფლიოში სასურსათო კრიზისი გააღრმავა.

ომამდე უკრაინას ექსპორტზე თვეში 6 მილიონ ტონამდე მარცვლეული გაჰქონდა.