LIVE

კომპანიებმა ₾1,1 მილიონის არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს - სამინისტრო

22 სექ 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 544
კომპანიებმა ₾1,1 მილიონის არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს - სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გადამამუშავებელმა კომპანიებმა 4,700 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს, რის შედეგადაც, ფერმერებმა 1,1 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან“, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში 10 გადამმუშავებელი საწარმოა ჩართული.

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა წელს 120 000 ტონა ვაშლის მოსავალს ელის. 

შეგახსენებთ, ხელისუფლებამ არასტანდარტული ვაშლი 2020 და 2021 წლებშიც დაასუბსიდირა.