LIVE

მთავრობა არასტანდარტულ ვაშლს წელსაც დაასუბსიდირებს

29 აგვ 202214:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 463
მთავრობა არასტანდარტულ ვაშლს წელსაც დაასუბსიდირებს

მთავრობამ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მიზეზი ფერმერების წახალისებაა.

„120 000 ტონა ვაშლს ველით წელს, წინა წლებში გაკეთებული გვაქვს სუბსიდირება და წელსაც დავასუბსიდირებთ. გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში მოგეხსენებათ, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვაშლის წარმოებას და ამიტომ, საჭიროა ჩვენი ფერმერების დახმარება, რომ არც ერთი კილოგრამი არასტანდარტული ვაშლი არ დარჩეს ჩაუბარებელი. 20-მდე საწარმო იქნება ჩართული პროგრამაში და ყველაფერი იქნება მოგვარებული უმაღლეს დონეზე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

შეგახსენებთ, მთავრობამ არასტანდარტული ვაშლი 2020 და 2021 წლებშიც დაასუბსიდირა.