LIVE

მთავრობა არასტანდარტულ ვაშლს წელსაც დაასუბსიდირებს

26 ივლ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1502
მთავრობა არასტანდარტულ ვაშლს წელსაც დაასუბსიდირებს

სახელმწიფო არასტანდარტულ ვაშლს წელსაც დაასუბსიდირებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა“ განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ბიუჯეტიდან ხილის გადამამუშავებელი კომპანიები დაფინანსდებიან.

"პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2021 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს",- ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით საკოორდინაციო შტაბი შეიქმნება.

ამასთან, როგორც "ბიზნეს ფორმულას" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებაზე 3 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მთავრობამ არასტანდარტული ვაშლი გასულ წელსაც დაასუბსიდირა. სუბსიდიის ოდენობა 10 თეთრით იყო, რის შემდეგაც ფასი არასტანდარტულ ვაშლზე ფერმერებისთვის არანაკლებ 22 თეთრით განისაზღვრა.