LIVE

კიევში McDonald’s-ის სამი რესტორანი მუშაობას განაახლებს

19 სექ 202218:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 485
კიევში McDonald’s-ის სამი რესტორანი მუშაობას განაახლებს

კიევში McDonald-ის სამი რესტორანი ხვალ მუშაობას განაახლებს. რესტორნები ჯერჯერობით მიტანის სერვისით იმუშავებს, ადგილზე მომსახურების მიღება კი მომდევნო კვირიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა Facebook-ზე დაწერა. კიევში დამატებით შვიდი რესტორანი მომავალ კვირას გაიხსნება.  

McDonald’s მომდევნო ორი თვის განმავლობაში კიევსა და დასავლეთ უკრაინაში მდებარე სხვა რესტორნების მუშაობასაც განაახლებს.

რესტორნები დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე იმუშავებს. ამავდროულად, ისინი დაიხურება საჰაერო განგაშის დროს, რათა თანამშრომლებს და სტუმრებს უახლოეს თავშესაფარში ევაკუაციის საშუალება ჰქონდეთ. 

McDonald’s-მა უკრაინის მასშტაბით რესტორნები რუსეთის შეჭრის შემდეგ დახურა. ომამდე McDonald’s-ს უკრაინაში 100-ზე მეტი რესტორანი ჰქონდა. ობიექტების დახურვის შემდეგ, კომპანია 10000-ზე მეტი თანამშრომლისთვის ხელფასების გადახდას აგრძელებს. 

გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ რესტორნების ნაწილი მუშაობას აღადგენდა. 

მსოფლიოს უდიდესმა სწრაფი კვების ქსელმა მაისში რუსეთში ბიზნესს გაყიდვისა და ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადა. კომპანიამ, რომელმაც რუსეთში McDonald’s-ის ყოფილ რესტორნების ქსელი გადაიბარა, ახალი ახალი ბრენდი Вкусно и точка წარადგინა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია