
კომპანიამ, რომელმაც რუსეთში McDonald’s-ის ყოფილ რესტორნების ქსელი გადაიბარა, ახალი ახალი ბრენდი Вкусно и точка წარადგინა. ქსელის ფლაგმანი რესტორანი მოსკოვის ცენტრში კვირას, ეროვნულ დღესასწაულზე გასახსნელად ემზადება. ინფორმაციას Tass-ის ახალი ამბების სააგენტო იტყობინება. რესტორნების ქსელის ახალი სახელი ითარგმნება, როგორც "გემრიელია და წერტილი".
ამერიკულმა სწრაფი კვების ქსელმა 850 რუსული რესტორანი ალესქანდრე გოვორს, McDonald’s-ის ფრენჩაიზის მფლობელს მიჰყიდა. კომპანიამ რესტორნები მარტში რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დახურა.
კომპანიამ, რომელიც რუსეთში McDonald’s-ის ქსელს ჩაანაცვლებს, მიმდინარე კვირაში ახალ ლოგოც გამოაქვეყნა. კომპანიის განცხადებით, ლოგოზე გამოსახული ორი ყვითელი ჯოხი კარტოფილს, ყვითელ-ნარინჯისფერი წრე კი ბურგერს აღნიშნავს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია