LIVE

რუსი მილიარდერი საფრანგეთის საბაჟოს უჩივის

15 სექ 202216:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 588
რუსი მილიარდერი საფრანგეთის საბაჟოს უჩივის

სანქცირებული რუსი მილიარდერი ალექსეი კუზმიჩევი საფრანგეთის საბაჟოს უჩივის და ამტკიცებს, რომ ოფიციალურ პირებს არ ჰქონდათ რივიერაზე მის ორ იახტაზე გადასვლის და იმობილიზაციის უფლება, რის შედეგადაც ქონებაზე წვდომა დაკარგა.

მისი ადვოკატის განცხადებით, ოფიციალური უწყების წარმომადგენლებმა იახტაზე მოსახვედრად თქვეს, რომ იძიებდნენ სანქციებთან დაკავშირებულ დარღვევებს, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია არასწორი იყო. ადვოკატმა დასძინა, რომ "La Petite Ourse"-სა და "La Petite Ourse II"-ის კაპიტნებს თავიანთი უფლებები არ გააცნეს. 

"შემოწმების ცნობები დარღვევის ალბათობაზე არ მიუთითებს. რუსი და მდიდარი არ ნიშნავს ყაჩაღს", - განუცხადა ფილიპ ბლანშეტიემ პარიზის სააპელაციო სასამართლოს. 

კუზმიჩევი საინვესტიციო ფირმა Alfa Group-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მარტის შუა რიცხვებში სანქციების ფარგლებში ევროკავშირმა მისი აქტივები გაყინა.   

წლის დასაწყისში მან წააგო სასამართლო პროცესი, რომლითაც გაეუქმებინა საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილება მისი პარიზის სახლისა და რივიერაზე მდებარე ვილის ადგილმდებარეობის გამჟღავნების შესახებ.

ადვოკატის განცხადებით, საბაჟოს თანამშრომლების ქმედება სცილდება ევროკავშირის მიერ დადგენილ უფლებამოსილებას კუზმიჩევის აქტივების გაყინვის შესახებ.

"გემის იმობილიზაცია არ არის გაყინვის ღონისძიება, ეს ჩამორთმევის მსგავსია - აღარ შეგიძლია გემის გადაადგილება, გემიდან გაძევებული ხარ. მან თქვა, რომ სანქცირებულ პირებს უნდა შეეძლოთ პირადი სარგებლობისთვის გამოიყენონ გაყინული ქონება: როგორცაა პარიზის სასახლე, სენ-ტროპეს ვილა და თუნდაც მანქანები", - თქვა ბლანშეტიემ. 

საბაჟოს თანამშრომელმა მარი-ენ ჯოსროლანდმა ადვოკატის პასუხად განაცხადა, რომ მის კოლეგებს უფლება ჰქონდათ იახტებზე ევროკავშირის სანქციების თავიდან აცილების შესაძლო მცდელობის კვალი მოეძებნათ და გამოეცათ გემების იმობილიზაციის შესახებ ოფიციალური ცნობა. უფრო მეტიც, მისი თქმით, კანონი არც კი მოითხოვს სანქციების თავიდან აცილების შესახებ ეჭვის ქონის აუცილებლობას. 

საქმეზე გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 5 ოქტომბერს გამოცხადდება.

უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, სანქცირებული ბიზნესმენების საკუთრებაში არსებული იახტები ევროპის პორტებში უძრავად დგას. ოფიციალური პირები ცდილობენ აღკვეთონ გემების უკანონო გადაადგილება ისეთ პორტებში, სადაც სანქციები არ გამოიყენება.

ჯოსროლანდმა ასევე აღნიშნა, რომ კუზმიჩევის დაცვის გუნდმა დავისთვის არასწორი ადგილი შეარჩია. მისი თქმით, სარჩელი წარდგენილი ჩრდილოეთ საფრანგეთში, სადაც მდებარეობს ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი  საბაჟო განყოფილება. გარდა ამისა, რიგი საკითხები მიმართული უნდა იყოს ევროკავშირის სასამართლოებისკენ.

ჯოსროლანდმა ასევე აღნიშნა, რომ კუზმიჩევის დაცვის გუნდმა დავისთვის არასწორი ადგილი შეარჩია. მისი თქმით, სარჩელი წარდგენილი უნდა ყოფილიყო ჩრდილოეთ საფრანგეთში, სადაც მდებარეობს ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი საბაჟო განყოფილება. გარდა ამისა, რიგი საკითხები მიმართული უნდა იყოს ევროკავშირის სასამართლოებისკენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გასპარდ სებაგი