LIVE

დავითაშვილი - მზად ვართ, საქართველო გადაიქცეს რეგიონულ მონაცემთა გაცვლის ჰაბად

14 სექ 202212:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 530
დავითაშვილი - მზად ვართ, საქართველო გადაიქცეს რეგიონულ მონაცემთა გაცვლის ჰაბად

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საქართველო მზადაა რეგიონულ მონაცემთა გაცვლის ჰაბად იქცეს.

მინისტრის თქმით, დღევანდელი მოვლენების ფონზე, საქართველო როგორც სანდო დერეფანი, ბევრი ქვეყნისთვის აქტუალურია.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზად ვართ, საქართველო გადაიქცეს რეგიონულ მონაცემთა გაცვლის ჰაბად.

მათ შორის, განვიხილავთ შავი ზღვისქვეშა კავშირს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ევროპა და აზია მონაცემთა გაცვლის კუთხით პირდაპირ დავაკავშიროთ ერთმანეთთან და საქართველოში, გარდა მონაცემთა გაცვლის სატრანზიტო ფუნქციისა, გაჩნდეს მონაცემთა ცენტრები. ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს - გაგვაჩნია ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობა და შესაბამისად, ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით საქართველოს სანდოობა ზოგადად არის ძალიან მაღალი. ეს საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ ინვესტიციები და საქართველოში შემოვიდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა ამაზონი, გუგლი, ეფლი, სხვა მსხვილი კომპანიები და აქ მოეწყოს მონაცემთა ცენტრები, მოხდეს მონაცემთა გაცვლა რეგიონის მეზობელ ქვეყნებს შორის. ასევე საქართველოში იყოს ის კვანძი, რომელიც ინტერნეტ კავშირს დაამყარებს აზიის სხვადასხვა ქვეყნებსა და ევროპას შორის უმოკლესი კავშირის მეშვეობით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა მედიასთან საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტზე.