
აშშ-ში ინფლაციის დონე მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირდა, რამაც შესაძლოა, ფედერალურ სარეზერვო სისტემას მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებისკენ უბიძგოს.
შრომის დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, გასულ თვეში შეერთებულ შტატებში სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ივლისთან შედარებით, 0.1%-ით გაიზარდა. წინა წელთან შედარებით, კი ფასებმა 8.3%-ით მოიმატა.
ე.წ. საბაზო ინფლაციის ინდექსი (CPI), რომელიც გამორიცხავს სურსათისა და ენერგიის ყველაზე ცვალებად კომპონენტებს, ივლისთან შედარებით 0.6%-ით, ხოლო გასულ წელთან შედარებით 6.3%-ით გაიზარდა.
შეერთებულ შტატებში ინფლაციამ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია ივნისში, როდესაც წლიურმა ინფლაციამ 9.1% შეადგინა.
ინფლაციის ზოგადი მაჩვენებელი ნელდება, რადგან საქონლის ფასები იკლებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლივია როკემანი