
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და რუსეთის დელეგაციის წევრებმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად აშშ-ის ვიზები მიიღეს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო Interfax რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
"დღეს ვიზა მისცეს ლავროვს და პირებს, ვინც მას თან ახლავს", - წერს სააგენტო.
რუსეთი კვირების განმავლობაში აკრიტიკებდა შეერთებულ შტატებს იმის გამო, რომ დელეგაციის წევრებს არ აძლევდა ვიზებს ასამბლეის 77-ე სესიაზე დასასწრებად და რუსეთის დაბლოკვის მცდელობაში ადანაშაულებდა.
კრემლმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთის სრული დელეგაციისთვის ვიზების არ გაცემით, აშშ "არღვევს თავის ვალდებულებებს".
ღონისძიება ნიუ-იორკში დღეს იწყება. ფორუმის მაღალი დონის სესიები მომავალ კვირას დაიწყება.