LIVE

ბრიტანეთი მარცვლეულის ექსპორტზე პუტინის განცხადებას უარყოფს

11 სექ 202212:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 665
ბრიტანეთი მარცვლეულის ექსპორტზე პუტინის განცხადებას უარყოფს

დიდმა ბრიტანეთმა დღეს უარყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განაცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის მხოლოდ მცირე ნაწილი მიდის ღარიბ ქვეყნებში.

პუტინმა რამდენიმე დღის წინ, უკრაინასთან მარცვლეულის შეთანხმება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის არ ეხმარება ღარიბ ქვეყნებს, რადგან მარაგების უმეტესი ნაწილი ევროპაში მიდის. მან, ინფორმაციის წყაროს მითითების გარეშე თქვა, რომ 60 000 ტონა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 87 გემიდან ღარიბ ქვეყნებში მხოლოდ ორი გაეგმზავრა. 

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ პუტინის ნათქვამს გაეროს მონაცემები დაუპირისპირა და განაცხადა, რომ გარიგების ფარგლებში ექსპორტირებული მარცვლეულის დაახლოებით 30% მიეწოდა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში.

სამინისტროს მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ ბიულეტენში აღნიშნულია, რომ რუსეთი ახორციელებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციის სტრატეგიას, რადგან ცდილობს უარი თქვას სასურსათო კრიზისის შექმნაში თავი უდანაშაულოდ წარმოაჩინოს და უკრაინის დისკრედიტაცია მოახდინოს. 

მარცვლეულის საექსპორტო შეთანხმება, რომელიც ივლისში გაფორმდა, თურქეთისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შუამავლობით განხორციელდა. მისი პირობები ძალაშია 120 დღის განმავლობაში. 

ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ პუტინი, შესაძლოა, შეთანხმების გაგრძელებაზე უარის თქმისთვის საფუძველს ამზადებს.