LIVE

რუსეთის მინისტრი: Iphone 14-ის ყიდვა რუსეთშიც იქნება შესაძლებელი

08 სექ 202216:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 646
რუსეთის მინისტრი: Iphone 14-ის ყიდვა რუსეთშიც იქნება შესაძლებელი

რუსეთის ვაჭრობის მინისტრი აცხადებს, რომ რუს მომხმარებლებს შეეძლებათ ახალი iPhone 14 იყიდონ, მიუხედავად იმისა, რომ Apple-ს ქვეყანაში პროდუქტების გაყიდვები შეჩერებული აქვს.

რუსული სახელმწიფო მედია სააგენტო RIA Novosti-ს ცნობით, ვლადივოსტოკში მიმდინარე აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე დენის მანტუროვმა განაცხადა, რომ Apple-ის ტელეფონი, რომელიც კომპანიამ გუშინ წარადგინა, ხელმისაწვდომი იქნება როგორც "პარალელური იმპორტი". 

ამ მექანიზმის თანახმად, რუს საცალო მოვაჭრეებს შეუძლიათ შეიძინოს უცხოური პროდუქცია მწარმოებლის ან სავაჭრო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე, იმ შუამავლების მეშვეობით, რომლებმაც საქონელი ლეგალურად შეიძინეს.

"პარალელური იმპორტის" სისტემა რუსეთმა მარტში მას შემდეგ შემოიღო, რაც დასავლურმა კომპანიებმა, უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ბაზარი დატოვეს. 

"პარალელური იმპორტისთვის" დამტკიცებული პროდუქციის სია ივნისში გამოქვეყნდა და ის პერიოდულად ახლდება. Apple-ის ზოგიერთი პროდუქტი სიაში ისედაც შედიოდა, თუმცა მანტუროვის დღევანდელი განცხადება ადასტურებს, რომ განახლებული მობილურის შეძენა რუსებსაც შეეძლებათ. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ბაზარი სრულად ან ნაწილობრივ 1000-ზე მეტმა კომპანიამ დატოვა