LIVE

უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები - TOP 10

08 სექ 202211:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 738
უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები - TOP 10

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს მეორე კვარტალში საქართველოში 351.8 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

„ბიზნეს ფორმულამ“ აღნიშნულ პერიოდში წამყვანი ინვესტორი კომპანიების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ პირველი კვარტლისგან განსხვავებით, მოწინავე ინვესტორი კომპანიების ჩამონათვალში ვეღარ მოხვდა აიდიეს ბორჯომი საქართველო, რომელმაც რუსი მფლობელის სანქცირების ფონზე, წარმოება 29 აპრილიდან შეაჩერა.

კომპანიები სადაც განხორციელდა მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემდეგია (არაა დალაგებული რეიტინგის მიხედვით):

  • ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი;
  • შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია;
  • შპს ტოიოტა კავკასია;
  • შპს თბილისი ენერჯი;
  • შპს ბათუმის ნავთობტერმინალი;
  • შპს აჭარისწყალი ჯორჯია;
  • სს ეპ ჯორჯია მიწოდება;
  • სს ეპ ჯორჯია გენერაცია;
  • სს ენერგო - პრო ჯორჯია;
  • სს ბიჯეო ჯგუფი.