
Netflix-ის წინააღმდეგ ცნობილი ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის დავა შეთანხმებით დასრულდა. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემას ინფორმაციას ორივე მხარის ადვოკატი უდასტურებს.
"მხარეები მოხარულნი ვართ, რომ ეს საკითხი გადაჭრილია", - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე რუფუს-ისააკსმა, რომელიც გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავდა.
Variety-ს თანახმად, გარიგების პირობები ცნობილი არ არის.
მოჭადრაკემ კალიფორნიის სასამართლოს გასული წლის სექტემბერში მიმართა. საჩივარი "ლაზიერის გამბიტში" გაჟღერებულ ინფორმაციას უკავშირდება. გაფრინდაშვილის თქმით, სიცრუეა, რომ მას არასდროს უთამაშია მამაკაცის წინააღმდეგ. ქართველი მოჭადრაკე ამტკიცებს, რომ ფილმ "ლაზიერის გამბიტის" რეჟისორმა მის შესახებ სიმართლე შეცდომით კი არა, განზრახ დაამახინჯა.
მიმდინარე წლის დასაწყისში სასამართლომ დაადგინა, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებით გაფრინდაშვილის არგუმენტაცია დამაჯერებელია. მისი განცხადებით, მხატვრული ნაწარმოები შესაძლოა, იყოს ცილისმწამებლური, თუ ის რეალურ ადამიანებს ამცირებს.