Netflix-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 იანვარს, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული ფირმა BLB ავრცელებს.
საქმეს კალიფორნიის შტატის ცენტრალური ოლქის საოლქო სასამართლოს მოსამართლე ვირჯინია ა. ფილიპსი განიხილავს.
მოჭადრაკემ კალიფორნიის სასამართლოს გასული წლის სექტემბერში მიმართა. საჩივარი ფილმში გაჟღერებულ დეზინფორმაციას უკავშირდება. გაფრინდაშვილის თქმით, სიცრუეა, რომ მას არასდროს უთამაშია მამაკაცის წინააღმდეგ.
ქართველი მოჭადრაკე ამტკიცებს, რომ ფილმ „ლაზიერის გამბიტის“ რეჟისორმა მის შესახებ სიმართლე შეცდომით კი არა, განზრახ დაამახინჯა. ის Netflix-ს უჩივის და კომპენსაციას ითხოვს.