LIVE

აუცრელობის გამო, ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობასაც გამოტოვებს

25 აგვ 202219:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 649
აუცრელობის გამო, ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობასაც გამოტოვებს

ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ნიუ-იორკში გამგზავრებას და ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს, რადგან ის ვაქცინირებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია თავად სპორტსმენმა გაავრცელა. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ის დიდი სლემის მეორე ტურნირს გამოტოვებს და შესაძლოა, რეიტინგებში მისი პოზიცია გაუარესდეს.  

"სამწუხაროდ, ამჯერად აშშ-ის ღია პირველობისთვის ნიუ-იორკში ჩასვლას ვერ შევძლებ. წარმატებას ვუსურვებ მონაწილეებს. კარგ ფორმასა და პოზიტიურ განწყობას ვინარჩუნებ და ველი შესაძლებლობას, რომ ტურნირში კვლავ ვითამაშო", – წერს Twitter-ზე. 

სერბ სპორტსმენს იმედი ჰქონდა, რომ აშშ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებს შეცვლიდა და ქვეყანაში შესვლას შეძლებდა, თუმცა დღეს მოქმედი წესებით, აშშ-ის მოქალაქეობის არმქონე პირებს ევალებათ, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი გამგზავრებამდე წარადგინონ.

ჩოგბურთის ვარსკვლავმა თებერვალში განაცხადა, რომ ურჩევნია გამოტოვოს ჩოგბურთის თასები, ვიდრე Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა იძულებით გაიკეთოს. წლის დასაწყისში მას ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ავსტრალიის მთავრობამ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა და ქვეყანა დაატოვებინა.

გასულ თვეს ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ტურნირი მოიგო და 21-ე გრანდ სლემის ტიტული მოიპოვა. გამარჯვების მიუხედავად, ყოფილი პირველი ჩოგანი ATP-ის რეიტინგში მე-6 ადგილზე ჩამოქვეითდა. 

ტიტულების ოდენობით, ჯოკოვიჩი ერთით ჩამორჩება რაფაელ ნადალს, რომელიც ხელიდან არ გაუშვებს შანსს, რომ აშშ-ის ღია პირველობაზე პოზიცია კიდევ გაიუმჯობესოს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იან ბრატანიჩი