LIVE

გერმანია სამგზავრო ტრანსპორტის ნაცვლად ქვანახშირის მატარებლებს მიანიჭებს პრიორიტეტს

21 აგვ 202221:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 617
გერმანია სამგზავრო ტრანსპორტის ნაცვლად ქვანახშირის მატარებლებს მიანიჭებს პრიორიტეტს

გერმანია ენერგეტიკული კრიზისის ფონზე მგზავრების მომსახურებაზე წინ ქვანახშირის მატარებლებისთვის გეგმავს პრიორიტეტის მინიჭებას. ინფორმაციას გაზეთი Welt am Sonntag-ი იტყობინება.

პრიორიტეტი, როგორც წესი, გერმანიაში სამგზავრო ტრანსპორტს ენიჭება და განრიგიც მის გარშემოა გათვლილი. შესაბამისად, ცვლილებების განხორციელების შემდეგ რელსებზე ქაოსის რისკი არსებობს.

გერმანია ისტორიული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას, რამაც ინფლაცია და ქვეყნის რეცესიის ზღვრამდე მიყვანა გამოიწვია. შეგახსენებთ, რუსეთმა დრამატულად შეამცირა ქვეყნისთვის ბუნბრივი აირის მიწოდება Nord Stream 1-ის მილსადენით, რაც ქვეყნის უკრაინაში შეჭრას მოჰყვა. ამასთან, ცხელმა და მშრალმა ამინდმა შეაფერხა საწვავის ტრანსპორტირება ევროპის მთავარი მდინარეების გავლით.

გეგმის პროექტი, სავარაუდოდ, სწრაფად მიიღება, რადგან სარკინიგზო ტრანსპორტით საწვავის ტრანსპორტირების დაჩქარების მიზნით ზეწოლა იზრდება, იტყობინება Welt am Sonntag-ი. გერმანიას ასევე სჭირდება ქვანახშირის ტრანსპორტის გაუმჯობესება, რათა წინ წაწიოს ელექტროსადგურების გახსნის გეგმები ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვანესა დეზემ