LIVE

Apple-ი iPhone 14-ის წარდგენას 7 სექტემბერს გეგმავს

18 აგვ 202210:49
3 წუთის საკითხავი
clock clock 1527
Apple-ი iPhone 14-ის წარდგენას 7 სექტემბერს გეგმავს

Apple-ი 7 სექტემბერს iPhone 14-ის ხაზის წარდგენის ღონისძიებას გეგმავს, პროდუქტის უახლესი ვერსიის, რომელიც კომპანიისთვის გაყიდვების ნახევარზე მეტს გამოიმუშავებს.

სტანდარტული iPhone 14 iPhone 13-ის მსგავსი იქნება, თუმცა კომპანია აღარ გააგრძელებს სმარტფონის 5.4 დიუმიან "მინი" ვერსიას და დაამატებს 6.7 დიუმიან მოდელს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც Apple გამოუშვებს არაპრო iPhone-ს ამ ზომის ეკრანით.

კომპანია უფრო დიდ ცვლილებებს გეგმავს iPhone 14 Pro ხაზისთვის, რაც მომხმარებლებს ოდნავ მეტ სივრცეს მისცემს ეკრანზე. კომპანია ასევე უფრო სწრაფ ჩიპს გამოიყენებს iPhone 14 Pro-სთვის. თუმცა, შენარჩუნდება iPhone 13-ის A15 ჩიპი iPhone 14-ის ჩვეულებრივ მოდელებში.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები iPhone 14 Pro-ში კამერის სისტემაში განხორციელდება, რომელიც მომხმარებლებისთვის ოდნავ უფრო დიდი გამოჩნდება. Pro მოდელებს ექნებათ 48 მეგაპიქსელიანი ფართო კუთხის კამერა 12 მეგაპიქსელიან ულტრაფართო და ტელეფოტო სენსორებთან ერთად. Apple-ი ასევე გეგმავს ვიდეოსა და ბატარეის მუშაობის გაუმჯობესებას.

კომპანია ფლაგმანურ პროდუქტს ინდუსტრიისთვის რთულ დროს აახლებს. ინფლაციის და მერყევი ეკონომიკის ფონზე, სმარტფონების გაყიდვებმა დაღმასვლა დაიწყო, მაგრამ Apple-ი სიტუაციას კონკურენტებზე უკეთ უმკლავდება. iPhone-ის გაყიდვებს გასულ კვარტალში კარგი შედეგები ჰქონდა, კომპანია მოთხოვნის შემცირებას არ პროგნოზირებს.

Apple-ის აქციების ფასი ნიუ-იორკის ვაჭრობაში თითქმის 1%-ით გაიზარდა და $174.54 შეადგინა. კომპანიის აქციები მიმდინარე წელს წელს 2%-ით დაეცა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი