LIVE

ევროპაში ელექტროენერგიის საორიენტაციო ფასმა €500 ევროს პირველად გადააჭარბა

16 აგვ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 581
ევროპაში ელექტროენერგიის საორიენტაციო ფასმა €500 ევროს პირველად გადააჭარბა

ევროპის ელექტროენერგიის საორიენტაციო ფასმა €500-ს პირველად გადააჭარბა, რაც შინამეურნეობებსა და ბიზნესებზე ზეწოლას აძლიერებს. ათწლეულების განმავლობაში ევროპის ყველაზე უარესი ენერგეტიკული კრიზისი, როგორც ჩანს, მომავალ წელსაც გაგრძელდება.

AG-ზე გერმანიის ელექტროენერგიის მომავალი წლის საორიენტაციო ფასი 6.4%-ით €508-მდე გაიზარდა. ეს დაახლოებით 500%-იან ზრდას ნიშნავს გასულ წლისთვის, რაც ძირითადად რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირებით არის გამოწვეული.

ენერგიის ხარჯების ზრდასთან ერთად, სხვადასხვა ინდუსტრიები, მეტალისა და მინის ჩათვლით, კლებას განიცდიან. Nyrstar-ი ყველაზე დიდი ფირმაა, რომელმაც შემცირების შესახებ გამოაცხადა.

ევროპის ქვეყნები ზამთრისთვის ელექტროენერგიის შესაძლო დეფიციტისთვის ემზადებიან. ზოგი ქვეყანა განიხილავს გარკვეული ინდუსტრიებისთვის რაციონირებულ მიწოდებას, რათა აუცილებელი მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგია ჩვეულებრივ ზაფხულში ყველაზე იაფია, წელს ეს ასე არ არის, რადგან მიწოდების პრობლემები და ძლიერი მოთხოვნა ფასების ზრდას იწვევს.

ამავდროულად, ევროპის მასშტაბით გვალვებმა და ექსტრემალურმა სიცხემ დააშრო მდინარეები და წყალსაცავები, რომლებიც ზოგიერთ ქვეყანაში ჰიდროენერგეტიკული ენერგიის მომარაგებისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ქარის გამომუშავება ასევე სეზონურ ნორმებზე დაბალია, რაც უახლოესი პერიოდისთვის ელექტროენერგიის ფასებს კიდევ უფრო ზრდის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტოდ გილესპაი