
ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, ივლისში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 177%-ით აღემატება. 2019 წლის მონაცემებთან შედარებით აღდგენა 65.3%-ია.
მხოლოდ ივლისში რუსეთიდან 156,737 ვიზიტორი შემოვიდა და ამ მაჩვენებლით ის მოწინავე პოზიციაზეა.
ივლისის მონაცემებით, 10 ლიდერი ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით შემდეგია:
- რუსეთი - 156,737 ვიზიტორი (ზრდა წინა წელთან 525.5%);
- სომხეთი - 103,906 (ზრდა წინა წელთან 427.3%);
- თურქეთი - 95,989 (ზრდა წინა წელთან 173.9%);
- საუდის არაბეთი - 27,712 (ზრდა წინა წელთან 114.9%);
- საქართველო (არარეზიდენტი) - 24,278 (ზრდა წინა წელთან 62.3%);
- ისრაელი - 22,684 (ზრდა წინა წელთან 29.2%);
- ბელარუსი - 20,773 (ზრდა წინა წელთან 120.5%);
- ყაზახეთი - 19,258 (ზრდა წინა წელთან 101.7%);
- უკრაინა - 18,711 (კლება წინა წელთან -23.6%);
- აზერბაიჯანი - 14,282 (ზრდა წინა წელთან 70.1%).
ივლისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 459,711 შეადგინა, რაც 115%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ივლისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 80.6%-ით არის აღდგენილი.
2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2,344,329 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით 214%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 47.2% შეადგინა. 7 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,668,983 შეადგინა (2021 წელთან შედარებით ზრდა 162%, 2019 წელთან შედარებით აღდგენა 61.9%).