LIVE

ივლისში ქუთაისის აეროპორტში რეისები პანდემიამდელთან შედარებით 24%-ით გაიზარდა

05 აგვ 202214:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 569
ივლისში ქუთაისის აეროპორტში რეისები პანდემიამდელთან შედარებით 24%-ით გაიზარდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები 24%-ით გაიზარდა. აეროპორტი ჯამში 330 რეისს მოემსახურა. 2019 წლის ივლისში რეისების რაოდენობა 267-ს შეადგენდა.  

რაც შეეხება მგზავრთნაკადს, გასულ თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 11%-ითაა გაზრდილი. ივლისში აეროპორტი ჯამურად 93,919 მგზავრს მოემსახურა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ავიაკომპანია, 17 ქვეყნის, 28 მიმართულებით ოპერირებს. პირველი აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტში Wizz Air-მა მეორე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით განაახლა, ასევე არსებულ 10 მიმართულებაზე სიხშირეები გაზარდა.