LIVE

ესტონეთის მინისტრი ევროკავშირს რუსებისთვის ვიზების აკრძალვისკენ მოუწოდებს

04 აგვ 202218:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 845
ესტონეთის მინისტრი ევროკავშირს რუსებისთვის ვიზების აკრძალვისკენ მოუწოდებს
Ukrainian Presidency

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირისგან რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვას ითხოვს. ურმას რეინსალუმ უკრაინაში სამდღიანი ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ზომები კრემლის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო რაუნდს უნდა დაემატოს. მან ეს საკითხი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას დააყენა.

“ უნდა გავზარდოთ რუსული აგრესიის ფასი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებითა და რუსეთის მეტი იზოლაციით”, - განაცხადა რეინსალუმ.

ესტონეთის მთავრობა, პრემიერ-მინისტრ კაია კალასის ხელმძღვანელობით, სანქციებისა და სამხედრო დახმარების აქტიური მხარდამჭერია და  ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის მესამედს კიევის დასახმარებლად ხარჯავს. ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებს ტურისტული, სამუშაო და სასწავლო ვიზები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეუჩერა.

ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა ქვეყნებმა, მათ შორის ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ჩეხეთმა, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვები დააწესეს, მაგრამ ევროკავშირის მასშტაბით აკრძალვაზე კონსენსუსი 27 წევრიან ბლოკში ჯერ არ არსებობს. 

ესტონეთში რუსეთის მოქალაქეების შესვლა მას შემდეგ გაიზარდა, რაც კრემლმა COVID-19-ის შეზღუდვები გააუქმა. რუსეთის ბევრ მოქალაქეს აქვს ვიზა ევროკავშირის სხვა წევრებისგან, რაც შენგენის ბლოკის ზონაში თავისუფალი გადაადგილების უფლებას იძლევა.

რეინსალუ ეძებს მხარდაჭერას ახალი პაკეტის დამტკიცების წინ. ევროკავშირის სანქციების მორიგი რაუნდის გამოცხადება აგვისტოს თვის ბოლოს იგეგმება. 

რეინსალუ ამბობს, რომ რუსეთი “უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურებას” ცდილობს. მან გამოხატა მხარდაჭერა ლატვიის პოლიტიკის მიმართ. ბალტიისპირეთის ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებს ავალდებულებს, ხელი მოაწერონ დოკუმენტს და დაგმონ უკრაინაში შეჭრა.

რუსეთისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვას განიხილავს ფინეთის ხელისუფლებაც.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოტ ტამიკი