LIVE

ოქროს ფასი ისევ გაიზარდა

01 აგვ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1252
ოქროს ფასი ისევ გაიზარდა

გასულ კვირას დაფიქსირებული ყველაზე დიდი ყოველკვირეული ზრდის შემდეგ, ოქროს ფასი დღეს დილით შემცირდა, მოგვიანებით კი ისევ მოიმატა. 

ლონდონში დილის 11:29 საათისთვის ოქროს ფასი 0,4%-ით გაიზარდა და უნციაზე $1773,53 შეადგინა. გასულ კვირას 0.8%-იანი დაცემის შემდეგ, დაეცა Bloomberg Dollar Spot Index. დაწინაურდა სხვა ძვირფასი მეტალები: ვერცხლის, პალადიუმისა და პლატინა.

გასულ კვირას ზოდის ფასი 2.2%-ით გაიზარდა, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინს უკავშირდებოდა.

მიუხედავად ამისა, ოქროს ფასის ზრდა დამოკიდებული იქნება აშშ-ს ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მაღალი ინფლაციის ფონზე, მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას გადახედავს. ამავე დროს, ინდოეთსა და ჩინეთში სამომხმარებლო მოთხოვნასთან დაკავშირებული შეშფოთება და გაცვლითი სავაჭრო ფონდის (ETF) გადინება ინვესტორების სუსტ ინტერესს ცხადყოფს.  

World Gold Council-ის თანახმად, ჯერ კიდევ არსებობს შიში, რომ სუსტი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ზოგიერთ დიდ ბაზარზე ოქროს სამკაულზე მოთხოვნა შესაძლოა, შემცირდეს.  

აშშ-ის ბაზარი ამ კვირაში დასაქმების მონაცემების მოლოდინშია. Fed-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა გასულ კვირას აღნიშნა, რომ შრომის ბაზარი რჩება "უკიდურესად მკაცრი", რაც მიუთითებს სამუშაო ადგილების თითქმის რეკორდულ რაოდენობაზე და ისტორიულად დაბალ უმუშევრობის მაჩვენებელზე. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სვანსი აფონსო