LIVE

S&P Global Ratings-მა უკრაინის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა

30 ივლ 202210:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 830
S&P Global Ratings-მა უკრაინის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა

მას შემდეგ, რაც უკრაინამ უცხოელ კრედიტორებს ვალის გადახდების გადავადებისთვის მიმართა, S&P Global Ratings-მა ომში მყოფი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა.

ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი CCC+-დან CC-მდე შემცირდა. S&P-მა შეინარჩუნა უარყოფითი პერსპექტივა იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ალბათობით, ოფიციალური პირები გააგრძელებენ საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის გეგმებს.

S&P-ს შეუძლია კვლავ შეამციროს რეიტინგი შერჩევითი დეფოლტისკენ, თუ კიევის მთავრობა მიაღწევს ობლიგაციების მფლობელებთან შეთანხმებას გადახდების ორწლიანი გაყინვის შესახებ.

“გვჯერა, რომ უკრაინის მთავრობა შეწყვეტს საგარეო ვალის გარკვეული ნაწილის გადახდას”, - ნათქვამია S&P-ის განცხადებაში.

უკრაინას ასევე შეუძლია დეფოლტი გამოაცხადოს, თუ ვერ გადაიხდის საგარეო ვალს მოქმედი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში.

უკრაინამ ოფიციალური მოთხოვნა ობლიგაციებზე გადახდების გადადების შესახებ ივლისის დასაწყისში შეიტანა და სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ “მიიღო მხარდაჭერის აშკარა ნიშნები”.

გასულ კვირას Fitch Ratings-მა უკრაინის რეიტინგი CCC-დან C-მდე შეამცირა და განაცხადა, რომ მთავრობის მოთხოვნა გადახდების გადავადების შესახებ, წარმოადგენს “დეფოლტის მსგავს პროცესს”. Moody's Investors Service-მა უკრაინის რეიტინგი Caa3-ზე განსაზღვრა.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მეტი შესაძლებლობა აქვს, დაფაროს შიდა ვალი, S&P-ი ხედავს ნიშნებს იმისა, რომ რესტრუქტურიზაციის მცდელობები გავრცელდება შიდა ვალზეც. ამ ნაბიჯმა შესაძლოა ადგილობრივი ვალუტის რეიტინგის შემცირება გამოიწვიოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდნი მაკი