![ნიკოლოზ გამყრელიძე GHG-ის დირექტორის თანამდებობას ტოვებს](/uploads_script/articles/2022/07/29/761b1m75y997zlj.jpg)
ნიკოლოზ გამყრელიძე "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს. "საქართველოს კაპიტალის" (Gcap) ინფორმაციით, რომელიც GHG-ის მფლობელია, გამყრელიძეს ირაკლი გოგია შეცვლის, რომელიც ფინანსების და საოპერაციო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
ამასთან, მომდევნო წლიდან "საქართველოს კაპიტალის" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ნიკოლოზ გამყრელიძე აღარ დაიკავებს. ბორდის 9 მაისის გადაწყვეტილებით ცნობილი იყო, რომ კომპანიის მოქმედ აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი გილაურს 2023 წლის მაისში მისი მოადგილე, ნიკოლოზ გამყრელიძე ჩაანაცვლებდა.
ვინ გახდება „საქართველოს კაპიტალის“ ახალი დირექტორი, ჯერჯერობით უცნობია.