LIVE

გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 15.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

29 ივლ 202212:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 474
გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 15.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის თანახმად, 2022 წლის იანვარ-ივნისში გაიცა 5 086 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.6%-ით მეტი) 3 187.8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წლიური ზრდა 7.9%-ია).

ნებართვების 77.3% ქვეყნის 4 რეგიონზე გადანაწილდა. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 52.1% მოდიოდა - თბილისზე, 10.7% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 7.9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 6.6% კი - იმერეთის რეგიონზე.  

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. საქსტატის ინფორმაციით, გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილი იყო მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

პირველ ექვს თვეში ექსპლუატაციაში შევიდა 1 246.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 52.3%-ით მეტი) 1 168 ობიექტი (წლიური ზრდა 3.5%-ია).

დასრულებული მშენებლობების ნახევარზე მეტი ქვეყნის 3 რეგიონზე მოდიოდა. კერძოდ, 39.4% - თბილისზე, 12.7% - კახეთის რეგიონზე და 10.1% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.