LIVE

ეგვიპტემ 240 000 ტონა უკრაინული ხორბლის მიწოდებაზე კონტაქტები გააუქმა

28 ივლ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 643
ეგვიპტემ 240 000 ტონა უკრაინული ხორბლის მიწოდებაზე კონტაქტები გააუქმა
Islam Safwat/Bloomberg

ეგვიპტემ გააუქმა ხელშეკრულება უკრაინული ხორბლის ოთხი ტვირთის შესახებ, რომლის შესყიდვაზე გარიგება ომის დაწყებამდე დაიდო. ხელშეკრულებები მაშინ გაუქმდა, როცა კიევი ომის გამო იძულებითი ხუთთვიანი შესვენების შემდეგ, მარცვლეულის ექსპორტის განახლებისთვის ემზადება.

Bloomberg-ის წყაროს ცნობით, სახელმწიფო მყიდველმა GASC-მ გააუქმა 240,000 ტონა ხორბლის შესყიდვა თებერვალსა და მარტში.

ეგვიპტე დიდად არის დამოკიდებული მარცვლეულის მარაგებზე შავი ზღვიდან, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მიწოდების რეგიონიდან. მისი ხორბლის მარაგი თავდაპირველად თებერვლის ბოლოს დაწყებულმა ომმა დააზარალა. მას შემდეგ ქვეყანამ დაიწყო ინვენტარის შექმნა საჯარო და კერძო გარიგებების მეშვეობით. ოფიციალური პირების თქმით, ეგვიპტეს ამჟამად შვიდ თვეზე მეტი ხორბლის მარაგი აქვს.

გასულ კვირას რუსეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ.  შეთანხმებამ შეიძლება შეამსუბუქოს გლობალური სასურსათო კრიზისის შიში, თუმცა დიდი გაურკვევლობა რჩება მიმდინარე ბრძოლების გამო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სალმა ალ ვარდნი აბდულ ლატიფ ვეჰბესთან ერთად