LIVE

საქართველო უკვე starlink-ის რუკაზეა - როგორ მივიღებთ სატელიტურ ინტერნეტს

25 ივლ 202215:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 2036
საქართველო უკვე starlink-ის რუკაზეა - როგორ მივიღებთ სატელიტურ ინტერნეტს

Starlink-ის რუკაზე საქართველო ოფიციალურად გამოჩნდა. SpaceX-ის პროექტი, რომელიც თანამგზავრული სისტემებით, მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს, საქართველოში ოპერირებას 2023 წლიდან დაიწყებს.

საწყისი ეტაპისთვის Starlink-ის ინტერნეტი მხოლოდ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 

Starlink-ის ნაკრები, რომელიც ინტერნეტთან წვდომისთვის არის საჭირო, წინასწარ დაკავშირებულია ყველაფერთან და მოიცავს ინდივიდუალურ Starlink-ს, wifi როუტერს, კაბელებს და ბაზას. რადგან Starlink-ი ცის მკაფიო ხედვას მოითხოვს სატელიტურ ქსელთან დასაკავშირებლად, ბევრი მომხმარებელი მას მიწის დონიდან ზემოთ ამაგრებს, რისთვისაც მუდმივი სამაგრი გამოიყენება.

შეგახსენებთ, გასულ კვირაში ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია SpaceX-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია გაიარა

ცნობისთვის, Starlink-ი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია.