
მეტეოროლოგების პროგნოზი გამართლდა და დღეს გაერთიანებულ სამეფოში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს 40,2C გრადუსს მიაღწია. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის თანახმად, ეს ტემპერატურა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში დააფიქსირეს.
A temperature of 39.1°C has provisionally been recorded at Charlwood, Surrey
If confirmed this will be the highest temperature ever recorded in the UK
Temperatures are likely to rise further through today #heatwave #heatwave2022 pic.twitter.com/aC2YPg3Q2G
ამ დრომდე გაერთიანებულ სამეფოში აღრიცხული ყველაზე მაღალი ტემპერატურა 38,7C იყო. ის 2019 წლის 25 ივლისს კემბრიჯის ბოტანიკურ ბაღში დააფიქსირეს.
ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში ღამით დაფიქსირდა ყველაზე მაღალი დღიური მინიმალური ტემპერატურა, რომელიც 25°C-ზე დაბლა არ ჩამოსულა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
მეტეოროლოგიური სამსახურის თანახმად, 1990 წლის 3 აგვისტოს ბრაიტონში დაფიქსირებული 23.9°C ამ დრომდე ყველაზე მაღალ დღიურ მინიმუმად მიიჩნეოდა.
ტემპერატურის მატების გამო, დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ გამოსცა სიცხისა და ჯანმრთელობის შესახებ მე-4 დონის გაფრთხილება, რომელიც შეფასებულია, როგორც გადაუდებელი ზომა. ამასთან, ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, არსებობის ისტორიის მანძილზე, პირველად გამოაცხადა საფრთხის "წითელი" დონე.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: თუინ კარი