LIVE

ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს

07 ივლ 202213:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 1126
ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს

ნავთობის ფასის ვარდნა მეორე დღეა გრძელდება, რადგან გლობალური ეკონომიკის შენელების შიშმა გადაწონა მიწოდების არსებული შეფერხება. ნედლი ნავთობის ფასი ამ დროისთვის $99.16-იან მაჩვენებელზეა.

ფასის ორდღიანი კლება გამოწვეულია იმით, რომ რეცესიის შიში, ისევე როგორც თვეების განმავლობაში ლიკვიდობის შემცირება, ძირს უთხრის იდეას, ნავთობის ინფლაციის შემცირებისთვის გამოყენების შესახებ. იმავდროულად, ედ მორსი Citigroup-იდან ამბობს, რომ მაღალი ფასის ფონზე, ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი სავარაუდოდ შემცირების მიმართულებით გადაიხედება.

“თითქმის ყველამ გადახედა მოთხოვნის მოლოდინებს მიმდინარე წელს”, - თქვა მორსმა Bloomberg Television-თან ინტერვიუში.

მესამე კვარტალი ნავთობის ფასისი მერყეობით დაიწყო. მას შემდეგ, რაც ცენტრალური ბანკები, მათ შორის ფედერალური სარეზერვო სისტემა, ზრდის საპროცენტო განაკვეთებს ინფლაციის შესაჩერებლად, ინვესტორები აფასებენ ეკონომიკის შენელების გავლენას.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კვირაში ფასების კლება გამოწვეული იყო გლობალური რეცესიის შიშით, ფუნდამენტური საფუძვლები ძირითადად უცვლელი დარჩა. Brent-ის ტიპის ნავთობის უახლოესი ფიუჩერსები იყიდება გიგანტური პრემიით მომდევნო თვეებისთვის, რაც მიანიშნებს ბაზრის სიძლიერეზე. ნავთობის გლობალური მოპოვების შეფერხება იზრდება ყაზახეთიდან ნედლი ნავთობის ექსპორტის რისკების ფონზე.

„მიუხედავად იმისა, რომ რეცესიის შანსები მართლაც იზრდება, ნაადრევია ნავთობის ბაზრისთვის შეშფოთების დათმობა. გლობალური ეკონომიკა კვლავ იზრდება და ნავთობზე მოთხოვნის ზრდამ წელს მნიშვნელოვნად უნდა გადააჭარბოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას”, - აცხადებენ Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები, მათ შორის დემიენ კურვალინი.

ნავთობის ფასთან დაკავშირებით პროგნოზები განსხვავებულია. მაგალითად, Citigroup-ი ელის, რომ ფასი შესაძლოა ბარელზე $70-ზე დაბლა დაეცეს. განსხვავებული პროგნოზი აქვს JPMorgan-ს, რომლის ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის გლობალურმა ფასმა შესაძლოა ბარელზე $380 მიაღწიოს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯულია ფანზერესი და ალექს ლონგლი