ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში საქართველოში 90 239 რუსი ვიზიტორი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 503%-ია.
მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს ტერიტორიაზე ჯამში 445 894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა (წლიური ზრდა 185.5%, აღდგენილია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 51%).
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების ივნისის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:
- რუსეთი - 90 239 ვიზიტორი (წლიური ზრდა 502.9%);
- თურქეთი - 62 192 ვიზიტორი (წლიური ზრდა 110.1%);
- სომხეთი - 61 974 ვიზიტორი (წლიური ზრდა 364.5%);
- ისრაელი - 20 555 ვიზიტორი (წლიური ზრდა 29.8%);
- უკრაინა - 15 273 ვიზიტორი (წლიური კლება 1.4%);
- ყაზახეთი - 14 368 ვიზიტორი (წლიური ზრდა 96.1%);
- აზერბაიჯანი - 13 067 ვიზიტორი (წლიური ზრდა 89.4%);
- ბელორუსი - 12 284 ვიზიტორი (წლიური ზრდა 222.5%);
- საუდის არაბეთი - 10 372 ვიზიტორი (წლიური ზრდა 71.6%);
- ირანი - 9 454 ვიზიტორი (წლიური ზრდა 599.3%).
ივნისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 302 602 შეადგინა. (ზრდა 126.7%, აღდგენა 64.1%).
რაც შეეხება 6 თვის მონაცემებს, იანვარ-ივნისში საქართველოში 1 625 928 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით 234.5%-ია. აღდგენილია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდის 42.1%.
მიმდინარე წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1 209 272 შეადგინა, რაც 186.3%-ით აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, ტურისტული ვიზიტები 56.8%-ითაა აღდგენილი.