
ჩინეთში უძრავი ქონების სექტორის ვარდნასთან ერთად, დეველოპერები მყიდველების მოზიდვას ცდილობენ. ერთ-ერთი დეველოპერი ფერმერებს უძრავი ქონებისთვის ფულის ნაცვლად მოსავლით გადახდას სთავაზობს.
Central China Real Estate ფერმერებს ხორბლის მოსავლისთვის 160,000 იუანს ($24,000) სთავაზობს, რომელიც მათ River Mansion-ის საცხოვრებელ პროექტში პირველადი შესატანისთვის უნდა გამოიყენონ. რამდენიმე კვირის წინ კომპანიამ მომხმარებლებს ერთ-ერთ პროექტში ნივრით გადახდაც შესთავაზა.
ეკონომიკის შენელების და ინდუსტრიაში ფულადი სახსრების ჩამოშლის შემდეგ, ნაბიჯი ასახავს, რამდენად შორს მიდიან დეველოპერები, რათა მყიდველები მოიზიდონ. Central China-მ, რომელიც ქვეყნის სიდიდით 37-ე მშენებელია, სახელმწიფო მხარდაჭერა მოითხოვა მას შემდეგ, რაც მისი მფლობელი კომპანია პროვინციის მთავრობისთვის წილის მიყიდვას დათანხმდა.
კომპანიის მხრიდან ფერმერებისთვის შეთავაზება საკმაოდ აგრესიულია. Central China ხორბლის შესყიდვას ფერმერებს კილოგრამისთვის 4 იუანად სთავაზობს, რაც კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე რეკორდული 3 იუანი, რომელსაც ჩინეთის სახელმწიფო მარაგი მიმდინარე თვის დასაწყისში იხდიდა.
ასევე, ნივრისთვის Central China-მ ფერმერებს გასულ თვეში კილოგრამისთვის 10 იუანი შესთავაზა. ეს აღემატება 6,92 იუანს, საბითუმო ფასს, რომელიც ვაჭრობის სამინისტროს ყოველკვირეული მონაცემებით 10 ივნისისთვის ფიქსირდებოდა.
ცნობისთვის, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირებულია აშშ-სა და ევროპაში. Hines-ის მიხედვით, რომელიც უძრავი ქონების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია, პოტენციური მყიდველების რაოდენობა იკლებს და შესაბამისად, უძრავი ქონების ფასი ეცემა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია