LIVE

აშშ-სა და ევროპის უძრავი ქონება იაფდება

14 ივნ 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1423
აშშ-სა და ევროპის უძრავი ქონება იაფდება

შეერთებულ შტატებსა და ევროპაში უძრავი ქონების ბაზრებზე ფასები ეცემა. Hines-ის მიხედვით, რომელიც უძრავი ქონების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია, პოტენციური მყიდველების რაოდენობა იკლებს.

გარკვეულ ზონებში ფასები წინა წელთან შედარებით 5%-დან 10%-მდე დაეცა. ევროპა კი აშშ-ის მიერ დადგენილ ტრაექტორიას მიჰყვება.

Hines-ის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, დევიდ სტეინბახის თქმით, ბიზნესები გაფართოების გეგმებს ცვლიან, რადგან ფასები გაზრდილია. მკაცრი მონეტარული პოლიტიკა სესხს აძვირებს, რაც მოთხოვნას კიდევ უფრო ამცირებს.

"გაზრდილი ინფლაცია უდავოდ იჭრება კერძო უძრავი ქონების სექტორში",- ამბობს სტეინბახი.

სტეინბახის თქმით, საოფისე ფართების ბაზარი ყველაზე მეტად აშშ-ში დაზარალდა. იკლებს საცხოვრებლის გაქირავებაზე მოთხოვნაც.

საპირისპიროდ, საქართველოში უძრავი ქონება ძვირდება. „საქსტატის“ მონაცემებით, თბილისში 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.2%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.4% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 13.1%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია ქირის ფასებიც, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში, რაც მიგრანტების ეფექტის გამო გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. საგულისხმოა, რომ ფასების ზრდის მიუხედავად უძრავი ქონებაზე მოთხოვნა არ შემცირებულა და შესაბამისად მზარდია ტრანზაქციებიც.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ზაინა ფატა