
Gazprom-ი იტალიას გაზის მიწოდებას 15%-ით უმცირებს. ამის შესახებ დღეს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა ნავთობის გიგანტმა Eni-მა რუსულ კომპანიასთან კომუნიკაციის შემდეგ განაცხადა.
Eni-ს წარმომადგენლის განცხადებით, Gazprom-მა გადაწყვეტილების მიზეზი არ დაასახელა.
Gazprom-მა გუშინ განაცხადა, რომ ბალტიის სადგურზე ტექნიკური პრობლემის გამო, Nord Stream-ის გავლით, ევროპაში გაზის ნაკადს 40%-ით ამცირებს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს კონტინენტზე მიწოდებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას.
Eni სათავეში უდგას იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მთავრობის ძალისხმევას, შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება, რისთვისაც ის ნაწილობრივ აფრიკის მწარმოებელ ქვეყნებთან ხანგრძლივ კავშირებს იყენებს.
იტალია გაზის თითქმის 40%-ს რუსეთისგან იღებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ანტონიო ვანუცო და ალბერტო ბრამბილა