LIVE

Gazprom-ი Nord Stream-ის ნაკადს 40%-ით ამცირებს

15 ივნ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 945
Gazprom-ი Nord Stream-ის ნაკადს 40%-ით ამცირებს
Bloomberg

Gazprom-ის განცხადებით, ბალტიის სადგურზე დაზიანების გამო, Nord Stream-ის მეშვეობით, ბუნებრივი აირის ნაკადს 40%-ით ამცირებს.

Gazprom აცხადებს, რომ შემცირებული სიმძლავრის მიზეზი გერმანული კომპანია Siemens-ის მიერ სარემონტოდ ამოღებული აღჭურვილობის დაგვიანებაა. კომპანიის მიერ წარმოებული ტურბინა, რომელიც მილსადენს კვებავს, დასავლეთის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო, კანადაში დაყოვნდა, მეორე ტურბინის ზღვით გაგზავნა კი შეუძლებელია.  

"ვაცნობეთ კანადის და გერმანიის მთავრობას და ვმუშაობთ გამოსავალზე", - განაცხადა Siemens Energy-ის პრესსპიკერმა.  

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ქვეყნისთვის ენერგიის მიწოდების უსაფრთხოება "ამჟამად გარანტირებულია". ქვეყანა გაზის დაახლოებით 35%-ს რუსეთიდან იღებს.

"ვაკვირდებით სიტუაციას და ვიკვლევთ ფაქტებს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვითარება აისახა გაზის ფასზე და ფიუჩერსები 16%-ით გაიზარდა. 

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსული ბუნებრივი აირის ნაკადის შეფერხების შიში თვეების განმავლობაში არსებობდა. შეშფოთებამ მოიმატა გასულ კვირას, როცა აშშ-ში ფრიპორტის ტერმინალში ხანძარი გაჩნდა. ოპერატორის განცხადებით, ობიექტის ნაწილობრივ გადატვირთვას შესაძლოა 90 დღე დასჭირდეს შეფერხება ადრეული პროგნოზების გამორთვის დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში. მუშაობის სრული დატვირთვით გაგრძელება კი მოსალოდნელია 2022 წლის ბოლოსთვის. 

ევროპისთვის ამერიკული მარაგები სასარგებლო ალტერნატივაა, რადგან რუსეთიდან მომავალი ნაკადების ბედი უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება. 

Gazprom-ის გეგმით, ყოველდღიურად Nord Stream-ის მეშვეობით 167 მილიონმა კუბურმა მეტრმა უნდა გაიაროს, მაგრამ მას ყოველდღიურად მხოლოდ 100 მილიონის გაგზავნა შეუძლია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ვილფრიდ ეკლ-დორნა და ელენა მაზნევა